ძალიან გაურკვევლობაა ჩვენს თავს, ვიქნები კრიტიკული!

   საგურამოში, “ქართული ოცნების” ახალი სახეების წარდგენას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიულ ღონისძიებაზე მიწვეულია, თუმცა არ იცის რა სტატუსით. დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ  “ქართული ოცნების” წევრთა უმრავლესობა დაბნეულია, რადგან არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იქნება პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში.

“ახალი სახეების წარდგენაზე აუცილებლად მოვითხოვ სიტყვას და ვიქნები კრიტიკული. თუ სიტყვას არ მომცემენ, მაინც ვიტყვი სათქმელს. ძალიან გაურკვევლობაა ჩვენს თავს. 18 ივლისს, მაჟორიტარები უნდა დაასახელონ იმერეთში, მე ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობა მსურს და იმასაც არ გვეუბნებიან, ვიქნები თუ არა კანდიდატი. არ მინდა “ქართულმა ოცნებამ” უმადურობა გამოიჩინოს და “ოცნება” არ დაგვიფასოს” – აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

კომენტარის დატოვება