რას ფიქრობს ხალხი-ვის ვერსიებს იჯერებს თუ თავად აკეთებს დასკვნებს საზოგადოება?

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე პროკურატურასა და ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში არ შეუყვანია და ოპოზიციამ სცადა თვითონ შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია.

გამოდის, საზოგადოებას არ აქვს განსჯის და დამოუკიდებლად აზრის გამოტანის უნარი? ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ გვითხრეს მაღალი ეშალონებიდან, რომ ჩვენ, უბრალო მოქალაქეები „დაღეჭილი ლუკმის გადაყლაპვასაც მხოლოდ დახმარებით ვახერხებთ“.

საინტერესოა, მაინც ვისი ვერსია დაიჯერა მოსახლეობამ თუ თავად გააკეთა  დასკვნა? და საერთოდ, რას ფიქრობს ხალხი?

ჩვენ განსხვავებული შეხედულების, ასაკისა და პოლიტიკური მრწამსის ადამიანებს დავუკავშირდით.

მერაბ ღოღობერიძე

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი“

„უბრალოდ მინდა ერთი რამ ვთქვა, არც უმრავლესობას და არც ოპოზიციას ნაწილობრივ უფლება არ აქვს განსაჯოს  პირის ბრალეულობა ან არ ბრალეულობა და თან ეს ვამტკიცოთ. სამწუხაროდ ხელისუფლებამ იჩქარა,

პროკურატურას არ უთქვამს იმდენი რაც ისაუბრა უმრავლესობამ.

საზოგადოება არის საზოგადოება, რომელსაც აქვს უფლება შეაფასოს

მდგომარეობა, მაგრამ ხელისუფლებამ სამწუხაროდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ აიცილა დიდი უბედურება, რაც არასწორი იყო.

მე ვთლი, რომ რადგან პროკურატურა ჩაერთო საქმეში და დაიწყო გამოძიება, ე. ი. თუნდაც ნაწილობრივ რაღაც ნიშნები არსებობდა, მაგრამ ამას გამყარებული მტკიცებულებები სჭირდება. არ არის საჭირო  გასაიდუმლოება, ჩახშობა და გადაფარვა, ყველაფერი უნდა იყოს საჯარო, მითუმეტეს რომ ასე ჩახლართულია საქმე და საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, აუხილებლად უნდა მიეწოდოს ხალხს ის ჩანაწერები თუ არსებობს და მე დარწმუნებული ვარ რომ არსებობს. ნაწილი მაინც აჩვენონ ხალხს.

მოვითხოვ გაასაჯაროვონ მეტი თვალსაჩინოებისათვის და მეც, როგორც საზოგადოების ნაწილს, რამის ეჭვი არ შემეპაროს, არადა დარწმუნებული ვარ აქვთ მტკიცებულება.

მე ჩემი შეხედულებები მაქვს ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზედაც ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ. ისე ორმაგად გაუგებარი იქნება, თუ  დაკავების კადრები კვლავ სხვადასხვა გვერდზე ან კილაძისეულ ქრონიკაში ვიხილოთ. პროკურატურამ დროულად უნდა გადადგას სატანადო ნაბიჯები, ხელისუფლებას კი მეტ თავშეკავებას ვურჩევ მანამ, სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება.

ანი დარსალია

„გაერთიანებული საზოგადოება“

” ჩემი პოზიციაა შემდეგი – ეს საქმე არის ძალიან ბურისით მოცული და ძალიან დიდი ძალები დგას უკან. საქმე არაა ასე მარტივად, როგორც ჩვენი ხელისუფალნი საუბრობენ…. პროკურატურა არაკომპეტენტურია, იმდენად ცუდად მუშაობს ყველა სტრუქტურა, თავად ვერ გაუგიათ საქმის არსი, ვერც უმრავლესობის ზოგიერთ წევრს, თორემ ხალხი ყველაფერს კარგად აფასებს.

აშკარად ჩანს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი პროცესი გარე ძალების მიერ,

რომლითაც სურთ ერის გახლეჩა, ამიტომ დაიწყეს დიდი შემოტევები საპატრიარქოზე და სამღვდელოებაზე. პროცესები თავად გამოავლენს სიმართლეს და ეს მოხდება ძალიან მალე. უვიცების დოღია და საბოტაჟნიკებითაა სავსე ყველა სამინისტრო, ეს ხელისუფლება კი წამოეგო ანკესს“.

გიორგი ჭიკაძე

დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი

„სანამ საქართველოში ერთი კაცი მაინც იქნება, ვინც კარგს იტყვის მღვდელზე, კიდევ გვაქვს შანსი შევინარჩუნოდ ქრისტიანობა და რწმენა. როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს მაქვს ჩემი შეხედულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე აჯობებს თავი შევიკაო იმ აზრის გამოხატვაში, რაშიც არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ თუ ეს მოგონილია და არავის მოწამვლას არ აპირებდა დეკანოზი და საქმე შეუთხზეს, შემთხვზელვები არა ნაკლებ დამნაშავენი არიან მომწამვლელზე“.

 დავით ლორია

უფლებადამცველი

“პროკურატურას გამოძიების თანახმად, არ დაუკონკრეტებია მკვლელობა ვისზე იყო დაგეგმილი, მაგრამ საზოგადოებამ ეს ვერსია აღიქვა ისე, როგორც ხელისუფლების წევრებმა. ვინაიდან პატრიარქის მიმართ ერთხელ უკვე იყო მოწამვლის მცდელობა და ამ შემთხვევაში პატრიარქი რადგან იქ იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული ბრალდებული მიემგზავრებოდა, საფრთხის არსებობის ვარაუდი ამიტომ დაიშვა პატრიარქის მიმართ. უბრალოდ, პოლიტიკოსებისგან და მთავრობის წევრების მხრიდან ვერსიების გამოთქმის დროს მეტი თავშეკავებულობა და სიფრთხილე უნდა გამოირჩეოდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთ სერიოზულ საკითხს ეხება”.

 ხათუნა იარდაშვილი

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

„ჩემი აზრით თალაკვაძე მართალია ოპოზიციაზე რომ საუბრობს იმ ნაწილში, აი, რაც შეეხება საზოგადოებას, ვთვლი, რომ ძალიან კარგად შეუძლია აზრის დამოუკიდებლად გამოტანა. უბრალოდ მიმაჩნია,  რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და დასკვნებიც მერე გაკეთდეს.

გამოძიება რომ დასრულდება შემდეგ უფრო ნათელი გახდება ყველაფერი, იმის კი მჯერა, რომ ხელისუფლებას ნამდვილად არ შეუყვანია საზოგადოება შეცდომაში“.

მამუკა ტუსკაძე

უფლებადამცველი

„პატრიარქის მოწამვლა რომ არ იგეგმებოდა დადასტურებულია… საერთოდ არავის მოწამვლა არ იგეგმებოდა… ელოდნენ,  რომ პატრიარქი ოპერაციას ვერ გადაიტანდა და სხვა სცენარი განვითარდებოდა… ახლა აღსადგენია სტატუსქვო… დეკანოზი უვნებლადაა გამოსაშვები და ამ თეატრს ამზადებენ … საპატრიარქოს კი ნამდვილად სჭირდება ახალი კრება რუისში…,

ნინო ჩარკვიანი

”სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი“

„საზოგადოებას ნამდვილად აქვს განსჯის უნარი! ვინაიდან, ყოველ დღე სხვადასხვა, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება,როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ოპოზიციისგან,  ამ ეტაპზე მტკიცებით ფორმაში ვისი მჯერა ან არ მჯერა შეულებელია, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ ხვალ მორიგი განსხვავებული აზრი მოვისმინოთ. რადგან განსჯა ნიშნავს დასრულებული პროცესის შეფასებას, თემა არ ამოწურულა, ამდენად სრულფასოვანი განსჯა შეუძლებელია, თუმცა განსჯის უნარი ჩვენ, საზოგადოებას საკმაოდ გვაქვს“.

ნიკა მემანიშვილი

უფლებადამცველი

მთელი სახელისუფლებო მანქანა დაქოქილი იყო და უხსნიდა საზოგადოებას როგორ აღკვეთეს პატრიარქის მკვლელობა, ახლა გამოდიან და ვითომ ცხვრები ვართ-ისე  გვმოძღვრავენ! ნეტა თავად თუ სერათ იმის, რომ მათი ან იმ ოპოზიციის, ვინც ყველაზე მეტად ყვირის ვინმეს სჯერა?  სკოლის მოსწავლეებს რომ ათამაშო პროკურორობანა ისინი არ დაუშვებებენ ისეთ შეცდომებს, რაც ამათმა დაუშვეს!“

მართლაც, უკეთესია დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საქმეც არ შეუერთდება უამრავ მიჩუმათებულ და პასუხგაუცემელ საქმეებს.