რუსეთსა და ამერიკას შორის “თაფლობის თვე დასრულდა“

“თაფლობის თვე დასრულდა“-ამ სათაურებით გაჩნდა რუსულ დამოუკიდებელ მედიაში სტატიები.  ოპოზიციური  მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სამთავრობო მედიას ტრამპის ქების შემცირებისკენ მოუწოდა. ახლა სამთავრობო მედია აღარ არის გადაჭრელებული ტრამპის ყოველი ნაბიჯის გაშუქებით და აღარც ეკრანიდან ისმის, რომ დაიწყო ახალი ერა. უნდა იტქვას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, პირველად მოხდა, რომ ტრამპის სახელი უფრო მეტად გაჟღერდა სამთავრობო მედიაში, ვიდრე პუტინის.

როგორც ამბობენ „თაფლობის თვის“ დასრულების დაჩქარება გამოიწვია მაიკლ ფლინას თანამდებობიდან სკანდალურმა წასვლამ და ტრამპის მიერ ტვიტერზე გაკეთებულმა განცხადებებმა ყირიმის შესახებ, ის კი არადა, წერს ოპოზიციური მედია, პოლიციელებიც კი, ადრე რომ ამერიკის ქადაგებად იყვნენ ქცეულნი, ამჯობინებენ „ენას კბილი დააჭირონ“.