პირდაპირ ეთერში რუსმა ბლოგერმა თავი ცოცხლად დაიმარხა (ვიდეო)

რუსმა ბლოგერმა გუბარმა პირდაპირ ეთერში თავი ცოცხლად დაიმარხა. მას კუბოდან თავის იუთიბიზე პირდაპირი ტრანსლიაცია აქვს ჩართული. ბლოგერის თქმით, მას უნდა გამოსცადოს მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობა დახურულ სივრცეში.

მან თავისი ხელით დაამზადა კუბო და ამოთხარა სამარე.

ტრანსლიაცია მიჰყავს ბლოგერის მეგობარს, რომელიც პირდაპირ ეთერში დროგამოშვებით რთავს ექიმებს, ფსიქოლოგებს, ჟურნალისტებს და პოპულარულ ბლოგერებს.

თავად გაბარი აღნიშნავს, რომ „მთელი ექსპერიმენტის შედეგებს თავის თავზე იღებს“ და მოუწოდებს მაყურებელს არ გაიმეორონ მსგავსი არასდროს.