ნატო მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში პრეს-კონფერენციის დროს მოუწოდა რუსეთს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

-„ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ქმედებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას მათ აღიარებაზე და გაიყვნოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“-განაცხადა  სტოლტენბერგმა.