ზაზა მჟავია: საინგილოში მცხოვრებ ქართველებს დახმარება სჭირდებათ!

ზაზა მჟავია

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

-„დღეს უამრავი პრობლემაა, უკვე არ გვიკვირს, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება საინგილოში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე მინდა შევაჩერო.

როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, საინგილოში მცხოვრებ ქართველებს არ ეძლევათ საშუალება, მუშაობა დაიწყონ საჯარო სამსახურში, მიუხედავად მათი შრომისუნარიანობისა და განათლებისა. იყო შემთხვევები, როცა ქართველებს სთავაზობდნენ გვარის შეცვლას და ამის შემდეგ მიეცემოდათ საშუალება საჯარო დაწესებულებებში სამსახურის დაწყების, ასევე იყო შემთხვევები როცა ადგილობრივ ქართველებს უკრძალავდნენ ეკლესიაში წირვისა და ლოცვის ჩატარებას… მოკლედ, ყოველივე ეს არის დისკრიმინაციის კლასიკური მაგალითი, კერძოდ , ქართული გვარის და ქართველობის გამო, ეკრძალებათ ადამიანებს სამსახურის დაწყება მათი განათლებისა და ცოდნის შესაბამსად სახელმწიფო სამსახურებში, ეკრძალებათ არა ოფიციალურად, მაგრამ ექმნებათ ბარიერები, ასევე რელიგიური რიტულების ჩატარებაში ხელის შეშლა.

პრობლემა ხელის ერთი მოსმით არ მოგვარდება, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია დიპლომატიური კავშირებით დაარეგულიროს ეს საკითხი და რაც მთავარია დაცული იქნეს ქართველების უფლებები!

როგორც თავად ამბობენ. საინგილოში მცხოვრებ ქართველებს სხვა პრობლემებიც აქვთ და აუცილებლად მოგაწვდით მათ ხმას.