“დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება, დალოცვილი იყავით”

პატრიარქი საქართველოშია. მისმა უწმინდესობამ აეროპორტში მცირე კომენტარი გააკეთა:

-“მინდა მადლობა გადავუხადო გერმანელ პროფესორებს, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. სამწუხაროა, რომ აქ არასასურველი მოვლენები განვითარდა, ჩვენ ვფიქრობთ ხელისუფლებასთან ერთად შევისწავლოთ ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. დალოცვილი იყავით. ღმერთი არს ჩვენთან”.

პატრიარქს აეროპორტში დახვდა მრევლი. ილიე მეორე საპატრიარქოში წაბრძანდა.