„გაზის გაძვირებული საფასური გადაგვიხადონ ივანიშვილმა და კალაძემ“

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, “გაზპრომსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის დადებულმა საიდუმლო, მოღალატეობრივმა ხელშეკრულებამ უკვე გამოიღო ანტისოციალური შედეგები.

“მარეგულირებელ კომისიაში შეტანილია განაცხადი და მომზადებულია დადგენილების პროექტი, რომლის შესაბამისადაც, მოსახლეობისათვის მკვეთრად გაიზრდება გაზის ტარიფი. სწორედ ამიტომ ოყო წინააღმდეგი ლეიბოტრისტული პარტია ამ ხელშეკრულების გაფორმებისა.

ერთის მხრივ, ამით მოგებას ნახავს “გაზპრომის” მეწილე ივანიშვილი და ენერგომაფიოზი კალაძე, ხოლო მოსახლეობისათვის კიდევ უფრო დამძიმდება ისედაც კატასტროფული სოციალური მდგომარეობა. ვინაიდან ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისახალხო ხელშეკრულების დადების ბრალეულობა ეკისრება ივანიშვილ-კალაძეს, კეთილი ინებონ და თავიაანთი მილიარდიანი ფონდებიდან დაფარონ გაზის გაძვირებული საფასური, რათა დამატებითი ხარჯები არ დააწვეს მძიმე ტვირთად ისედაც მათგან გაძარცვულ მოსახლეობას.”-განაცხადა გუგავამ.