„არ გამდიდრდეს სიტი-პარკი და აეკრძალოს საბანკო ანგარიშების დაბლოკვა!“ (ვიდეო)

შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

პარკირების წესის დარღვევის რამდენიმენაირი ფორმა არსებობს:

1. როცა საშვს ვადა აქვს გასული;

2.როცა ტროტუარს კეტავს და შშმ პირებს გზას უკეტავს და

3.როცა უბრალოდ აფერხებს და ,,ჭედავს” მოძრაობას.

ცხადია, მიდგომა უნდა იყოს დიფერენცირებული. ანუ, ,,თავხედურ” და საზოგადოების ფეხებზე დაკიდების შემთხვევაში კანონი უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ საშვს თუ ერთი-ორი დღე გადაცდა, მაგრამ წყვეტილი ხაზების საზღვრებში დგას-იქ კანონი უნდა იყოს ლმობიერი.

დღეს როგორ არის ? 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სიტი-პარკი(და თან ,,საქართველოს სახელით”) გიბლოკავს ანგარიშებს. მე ვამბობ, რომ სიტი პარკს ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ახლა, ტროტუარს ვინც კეტავს, სადარბაზოს ვინც კეტავს, საცობს ვინც აჩენს-მას ქულები უნდა დააკლდეს, სხვა მეთოდი არ არსებობს.