მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებ

მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, თუმცა მისი განცხადების შემდეგ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ და  საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ განაცხადეს, რომ „ეს იყო ემოციური განცხადება“ და მამა მიქაელი აე დატოვებს საპატრიარქოს. დღეს კი პატრიარქის მდივნმა მორიგი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საპატრიარქოდან წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის.

„მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე, საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ვარ. მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებ. მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს.“ – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მას  საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქისთვის არ შეუტყობინებია, შესაბამისად, არც უწმინდესის პოზიციაა მისთვის ცნობილი.