სავჩენკო დონსცკში უკრაინელი ტყვეების მოსანახულებლად ჩავიდა

უკრაინის რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დონსცკში უკრაინელი ტყვეების მოსანახულებლად ჩავიდა. მისი ეს ქმედება ყველასთვის მოულოდნელი იყო. დონეცკში მისი ჩასვლიდან სულ რამდენიმე საათში მსოფლიო პრესის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

სავჩენკო დეპუტატმა ტატიანა რიჩკოვამ ამ ნაბიჯისთვის გააკრიტიკა და სახელმწიფოს მოღალატე და მტერი უწოდა.

სავჩენკოს თქმით, საქმე ეხება 48 მებრძოლს, რომელთა გაცვლა უნდა მომხდარიყო პროგრამით „ყველა ყველაზე“, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რაშიც დეპუტატი როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

უკრაინაში კი სავჩენკოს მოწინააღმდეგეები მოითხოვენ, რომ ის უკან აღარ შემოუშვან. ახლა სერიოზულად ფიქრობენ, რა ბედი ელის ზოგისთვის გმირს და ზოგისთვის ხალხის მტერ სავჩენკოს.