ტრამპმა CNN დაა New York Times -ს „სასაცილო ხალხის მტერი” უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა CNN დაა New York Times ფეიკების გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამის შასახებ ტრამპპმა ტვიტერზე დაწერა.

„სიცრუის მედია არ ამბობს სიმართლეს. ეს დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. New York Times დიდ შეცდომას უშვებს და უკვე სასაცილო ხდება, ზუსტად ისე, როგორც CNN. სამწუხაროა!“-წერს ტრამპი.

CNN-ის კორესპოდენტმა განაცხადა, რომ CNN, New York Times, Politico და Los Angeles Times თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს. ჟურნალისტების თქმით მათ მიზეზიც კი არ აუხსნეს.

უფრო ადრე კი ტრამომა CNN, New York Times, NBC, ABC და CBS „ხალხის მტერი“ უწოდა.