პატრიარქი სავარაუდოდ სამების ტაძარში 19:00 საათზე მიბრძანდება

ბოლო ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს.

ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქს სისუსტე ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა რეკომენდაცია გაუწიეს, რომ დილის წირვაზე არ მიბრძანებულიყო.

ექიმები უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისევ აკვირდებიან და მხოლოდ საღამოსკენ მიიღებენ გადაწყვეტილებას მიბრძანდება პატრიარქი სამებაში თუ არა.