“რა გჭირთ, ჟურნალისტებს, ასეთი უსჯულო ხალხის პიარით რატომ ხართ დაკავებული?!.”

რუსუდან გოცირიძე ქართლში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსია. საკუთარი ბავშვობისა და ბაპტისტური ნათლობის შესახებ მან „ნანუკას შოუში“ ისაუბრა. შემდეგ  დაიწერა სტატიები სააგენტოებზე, ზოგიერთ მათგანში ეპისკოპოსი მეუფედ იყო მოხსენიებული, რასაც „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე გამოეხმაურა.

-„ სააგენტოები მაინც ნუ წერთ ასეთ მკრეხელობებს, როგორ შეიძლება მეუფე იყოს ქალი. ნებაყოფლობით რატომ ხდებით სულიწმინდის მგმობელები. რუსუდან გოცირიძე არის პირდაპირ უფლის და სულიწმინდის მგმობელი, სჯულის კანონის შეურაწმყოფელი, რელიგიური შარლატანი. რა გჭირთ, ამ ჟურნალისტებს, ასეთი უსჯულო ხალხის პიარით რატომ ხართ დაკავებული. მეუფეს როგორ უწოდებთ სულით და ხორცით მეძავ და ქრისტეს გამყიდველს.