„სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საკმაოდ იმედიანად უყურებს თავად ქიბარ ხალვაში და ფიქრობს, რომ 8-ში  ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2 -ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მეტ ლეგიტიმაციას მისცემს.

“აბსოლუტურად არ ვთვლი, რომ ამით რაღაცა გართულდა, პირიქით, ალბათ გაადვილდა პროცესების დაწყნარება. დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და ამით კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეცემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი”- განაცხადა  ხალვაშმა.