რატომ შეასხა ღვინო ჭყოიძემ პუტინთან დაახლოებულ აპლიას?

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოსახლეობისთვის ჩაკეტა. ახლა უკვე გადაადგილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. მოშორებით მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს კი დამატებით 50 კმ-მდე მანძილის გავლა მოუწევთ. სავარაუდოდ უკვე 10 დღეში ამოქმედდება საბაჟო გამშვები პუნქტი – ყველა ტვირთი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმიც განბაჟებას დაექვემდებარება.

საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მცდელობა რუსეთს რამდენიმეჯერ ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების ტერიტორიაზე აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რუსულმა მხარემ პირველად შეასრულა განკარგულება მთლიანი ოკუპაციის ხაზის ჩაკეტვის შესახებ.

ოფიციალური თბილისის კომენტარით, ეს ქმედება აფხაზეთის დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებას ემსახურება. სრული შესაძლებელია, იზოლირების შემდეგ უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში საშუალება აქვთ თავიანთი გეგმა დაბრკოლების გარეშე შეასრულონ.

საფრთხე ექმნება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებსაც, თუ გავიხსენებთ, რომ სულ ახლახანს განადგურდა ეკლესია და სასაფლაო და მითუმეტეს იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში აფხაზთა სამღვდელოების წარმომადგენელი ბესარიო აპლია დიდი აგრესიით და სიძულვილით საუბრობს საქართველოზე, გასაკვრი აღარაფერი რჩება.

გახსოვთ ალბათ 2009 წელი – აფხაზურმა სამღვდელოებამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

”აფხაზეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიამ, რომელიც შედის საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში, შეწყვიტა თავისი არსებობა”, – განაცხადა ახლახან, აფხაზთა სამღვდელოების სახელით, ბესარიონ აპლიამ. მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ეპარქიას ამიერიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდოს. ამ განცხადების შემდეგ ყოველგვარი ეჭვი იკარგება.

სხვათაშორის, ეს ის აპლიაა, რომელსაც „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ, რომელიც მაშინ, 2014 წელს „რუსეთუმედ“ იყო ცნობილი ღვინო შეასხა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც არაერთი აქამდე გაუხმოვანებელი ამბები მოგვაწოდა, ჭყოიძეს საკმაოდ დიდი დაპირისპირება ჰქონდა რუს ჟურნალისტთან და ექსპერტთან ანა ამელინასთანაც, რომელიც ასევე გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით.

როგორც წყარომ გვითხრა, ურთიერთობა მათ შორის 2014 წელს, „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ორგანიზებით ქართველი და რუსი ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიების დროს დაიძაბა, სადაც არჩილ ჭყოიძემ განაცხადა:-„რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“.

ჭყოიძის ამ ნათქვამმა და მერე იმის მტკიცება, რომ იქ მყოფი ახალგაზრდების ნაწილი მას დაეთანხმა, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და პატრიოტულმა ორგანიზაიამ „ალანმა“ „ერეკლე მეორეს საზოგადოებას“ ბრალი დასდო იმაში, რომ ეს „ვითომ კულტურული და აპოლიტიკური ახალგაზრდული შეკრება პოლიტიკური მიზნებისთვის და ახალგაზრდებისთვის თავზე სხვადასხვა აბსურდის მოსახვევად გამოიყენა“.

იხ. ლინკი

http://osradio.ru/tema_dnia/75277-gruzinskijj-gambit.html

წყაროს ინფორმაციის შემდეგ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გეგმა ჯერ კიდევ წლების წინ დაიწერა და მოქმედებს „კეთილთვისებიანი სიმსიმნის“ მსგავსად, არ ახალია, ჩვენ წინა წლების მასალებსაც გადავხედეთ, თუმცა აპლიასა და ჭყოიძეს შორის ღია დაპირისპირება ვერსად ვნახეთ.

თუმცა ვნახეთ ისევ ბესარიონ აპლიას სიტყვები, რომელმსაც  აფხაზური და რუსული წყაროები მღვდელმთავრად მოიხსენიებენ,  რომ რუსეთის ეკლესიას მასთან მიერთების თხოვნით მიმართონ. ასეთი საუბარი იყო წლების წინაც, მაგრამ მაშინ რუსეთის საპატრიარქოში თქვეს, რომ პატივს სცემენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და არ მიესალმებიან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფას საქართველოს ეკლესიის შემადგენლობიდან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აპლია პუტინთან დაახლოებული პირი უნდა იყოს.

რამ გამოიწვია ამ საკითხების დღეს წინა პლანზე წამოწევა და რატომ დაგვიკავშირდა წყარო? ეს კითხვა მასაც დავუსვით. წყაროს ინფორმაციით, გააქტიურებულია ორი ფრთა- რეშატნიკოვის ფრთა და დიმიტრი კისილიოვის ფრთა. წყარომ ისიც გვითხრა, რომ სწოედ კისილიოვის ფრთა უჭერს ჭყოიძეს მხარს და ამიტომ გააქტირუდა რუსული მედია მის მიმართო. სხვათაშორის, ჭყოიძემ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლმხედველობა აშკარად შეიცვალა და ახლა უფრო დასავლეთისკენ იხრება, ამ ბოლო ხანებში მაინც აქტირუად ჩანს რუსულ პრესასა და ტელევიზიებში, მაგრამ ეს სხვა თემაა და ამ ეტაპზე, როცა დიდი ალბათობით უახლოეს ხანებში რუსეთი ენგურზე საბაჟო პუნქტს გაგვიხსნის, საინტერესოა ვის და რატომ უნდა აპლიას, ჭყოიძის და ამელინას ურთიერთობის წინა პლანზე წამოწევა.

ჩვენ თავად არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით.

-ნუ გვკითხავთ ვინ გვითხრა, კონფედენციალურობიდან გამომდინარე ვერ გავთქვამთ წყაროს. ღვინო მართლა შეასხით  აპლიას?

პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თქვენს წყაროს შეეშალა, ის, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით შეცდომა დაუშვა მე განვაცხადე ჯერ კიდევ 2011 წელს პეტერბურგში, „იდინაია რასიას“ ახალგაზრდულ შეკრებაზე, იქვე ვთქვი, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო,  შემდეგ ამას მუდმივად ვიმეორებდი და ახლაც ვამბობ. ახალგაზრდები კი თბილისში ჩამოვიყვანე ჩრდილოეთ ოსეთიდან, მაშინ ლერი ხაბელოვსაც შევახვედრე და იმ ახალგაზრდებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  ფოტოს მეც მოგცემთ, მხოლოდ თქვენს წყაროს არ აქვს ფოტოები, მე დასამალი არაფერი მაქვს.

რაც შეეხება აპლიას, მასთან საკმაოდ ხმამაღალი საუბარი მქონდა ,ისე ქართული საკმაოდ კარგად ესმის ბატონ აპლიას,  ვინაიდან მას მამაოდ და სასულიერო პირად ვერ მოვიხსენიებ. მე ვფიქრობ, რომ ის ზუსტად ანა ამელინას ხელმძღვანელობიდან იღებს დირექტივებს,  რომლებიც საქართველოს მიმართ ნეგატიური განწყობით გამოირჩევიან. ღვინის შესხმაზე ვერაფერს გეტყვით,  მაგრამ სასტუმროდან ნამდვილად გამექცა ბატონი აპლია.

-როგორ ფიქრობთ, ვის და რატომ უნდა აწყობდეს ახლა, ახლ ეტაპზე ტქვენი, ამელინას და აპლიას ურთიერთობის გახსენება?

-პიროვნულად ვის უნდა აწყობდეს,  ვერ გეტყვით, ისე მრავალი ძალაა, მათ შორის ქართველებიც, რომლებიც თავისი კეთილდღეობის სანაცვლოდ მზად არიან საქართველო აქციონ როგორც დასავლეთის კოლონიად, ასევე რუსეთის გუბერნიად.

-თქვენ ღიად დააფიქსირეთ, რომ შეიცვალეთ შეხედულება რუსეთზე, არ ადასტურებთ, მაგრამ თქვენსა და პუტინს შორის, აშკარად შავმა კატამ გაირბინა, ჩანს თქვენი დასავლეთისკენ გადახრაც, მაგრამ დღეს წყარომ გვითხრა, რომ თქვენ კისილიოვი გიჭერთ მხარს და მისი ფრთის ქვეშაც მოიაზრებით. რა არის ეს, ორმაგი სტანდარტი? ცნობისთვის, წყარომ მოგვაწოდა ფოტო, სადაც კისილიოვს თქვენი ორგანიზაციის გაზეთი უჭირავს. მეორე ფოტო კი თქვენც გაქვთ წლების წინ ატვირთული.

-მე პუტინტან არანაირი ურთიერთობა არ მქონია რუსეთის სხვადასხვა გავლენიან პოლიტიკოსებთან კი მქონდა შეხვედრები კონტაქტები და დღესაც ვინარჩუნებ ამ კონტაქტებს, თუმცა ვერ დაგეთანხმებით რომ მე პრო რუსი ვიყავი როდისმე მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე!

ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი, ვიყავის იმიტომ ვამბობ, რომ შევეშვი პოლიტიკას, რომელიც ღიად ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები!

რაც შეეხება კისილიოვს გადამეტებულია თქვენი წყაროს ინფორმაცია მისს შესახებ, მე ბევრი ჟურნალისტი მეგობარი მყავს რუსულ მედიასივრცეში და ვფიქრობ მთავარი არის ის რომ მე საინტერესო რესპოდენტი ვარ რუსი ჟურნალისტებისთვის

-თქვენი წყაროები რას ამბობენ-რამდენად რთული იქნება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში?

მე არანაირი წყაროები არ გამაჩნია რუსეთში, მაგრამ პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ჩემი აზრით

აფხაზეთთან მიმართებით აუცილებელია ხისტი პოლიტიკის გატარება. აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება და არა აფხაზებთან, ვინაიდან კონფლიქტი არის ჩვენსა და რუსებს შორის.

ასევე ცოტა მკაცრი პოზიცია უნდა დავიჭიროდ აფხაზებთან მიმართებითაც, ჩვენ მუდამ ძმას ვეძახით აფხაზებს, მაშინ როცა ისისნი ბიძაშვილებადაც არ გვთვლიან. არ არის საჭირო მათი სამედიცინო დახმარებებით გაფოფინება ჩვენ მათ უფასოდ ვმურნალობთ მაშინ როცა ისინი ხალხს გვიხოცავენ ოთხზორიას მაგალითი საკმარისია. თავს ნუ ვიტყუებთ იმით,  რომ აფხაზებთან გადავწყვიტავთ მაგ პრობლემას, აფხაზებს არავინ არაფერს არ ეკითხება, ამიტომ  სჯობს რუსებს პირდაპირ ვკითხოთ – რას გვთხოვენ და რა უნდათ აფხაზეთის სანაცვლოდ.