მერაბიშვილის საქმეზე დიდ პალატაში მოსმენა დასრულდა

როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, ზეპირი მოსმენა დასრულდა.

-„მორჩა დიდი პალატის სხდომა. მთავრობას წარმოადგენდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – ალექსანდრე ბარამიძე.

უსუსური გამოსვლა ჰქონდა, როგორც სამართლებრივად, ისე რიტორიკის დონეზე.

კიდევ ერთხელ გამოვლინდა ქართული ოცნების მთავარი მახასიათებელი – მავნებლობისა და არაკომპეტენტურობის საოცარი სინთეზი.

ველოდებით სტრასბურგის დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოესი თვეების განმავლობაში.

ვანო მერაბიშვილის ინტერესებს ასევე დაიცავენ BGI Legal-ის იურისტები – დავით კაკოიშვილი და ანა ხოჯელანი.