საგარეჯოს რაიონში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ ახალი საწარმო ამოქმედდა

 თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, – „შპს ახალი ქართული პროდუქტი“ რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა.

შპს „ახალი ქართული პროდუქტის“ მეფრინველეობის ფერმაში 10 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8000 -დან 10 000 -მდე კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული.

პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700 -ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო.