„ხელები აწიეთ, პოლიციას არ ვეხებით!“-ბათუმში ხმაურია

ამ წუთებში ხმაურია ბათუმში ჭავჭავაძის გამზირზე. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ საპატრულოს უფროსი არ დატოვებს თანამდებობას და არ გაათავისუფლებენ აქციაზე გაკავებულებს.

აქციის მონაწილეთა რიცხვი იქრდება, იზრდება სამართალდამცველების რაოდენობაც, მათ ჯაჭვი შეკრეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ არ მოხდება ხალხის აზრის გათვალისწინება, ისინი გააგრძელებენ აქციას.

-რატომ ძალადობთ? რა გვაქვს, ყუმბარები თუ მოლოტოვის კოქტეილები? – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

-ეს ძალადობა არ არის-პასუხობენ სამართალდამცველები და ცდილობენ კიდევ უფრო გააფართოვონ ჯაჭვი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვენ.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98/