კვლევის მიხედვით ქუთაისის მერიამ პრემიებთან დაკავშირებით “ქამრები ფართოდ მოიშვა”

 “საერთაშორისო გამჭირვალობა” პრემიებთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს.

როგორც ირკვევა პრემიების გაცემით იმერეთში ქუთაისის თვითმმართველობა ლიდერობს, რომელსაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მოსდევს.

კვლევის თანახმად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარია მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 2150 ლარის ოდენობით იღებდნენ, რამაც ჯამში თითოეულ მათგანზე 25 800 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქუთაისი მერიას საერთაშორისო გამჭირვალობის წარმომადგენლის განმარტებით ინფორმაცია სრულყოფილი სახით არ იქნა მიწოდებული, ამიტომ მათთვის უცნობია თუ რა რაოდენობის თანხა გაიცა პრემია დანამატის სახით კონკრეტულ პიროვნებებზე.

ქუთაისის მერიამ საერთო ჯამში, პრემია/ დახმარება/ დანამატის სახით 734 981,5 ლარი გასცა.

ქუთაისის თვითმმართველობაში გაცემული პრემიების შესახებ კომენტარი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად ჯავახიამ გააკეთა, სადაც განმარტა, რომ მერიამ ადმინისტრაციული ხარჯები 2მილიონი ლარით შეამცირა და საინტერესოა ” საერთაშორისო გამჭირვალობა” რატომ არ აქვეყნებს ინფორმაციას წინა ხელისუფლების დროს გაცემული პრემიებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის ბექა ყანჩელის განმარტებით კი ის და ლატარია აღებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარენ.