„რა ინტერვიუ უნდა მოგცეთ შორენას ადვოკატზე, ეს ჩემთვის პიროვნება არ არის“

როგორც  საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, „​ე.წ ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია”.

„სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ის ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავონ. სევე დაადასტურა, რომ მას ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მამა გიორგი მამალაძესთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სოსო ოხანაშვილი გერმანიაში იმყოფებოდა, ხოლო მამა გიორგი იქ აპირებდა ჩასვლას. ერთ-ერთი სავარაუდო პირი, ვისზეც შესაძლოა, გამოძიებას ეჭვი შეეტანა სწორედ სოსო ოხანაშვილია.” – განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.

ქარჩავას ამ განცხადებას, თავად  სოსო ოხანაშვილი „კურიერთან“ მოკლე კომენტარით გამოეხმაურა და ქარჩავას „შორენას ადვოკატი“  უწოდა.

„რა ინტერვიუ უნდა მოგცეთ შორენას ადვოკატზე, ეს ჩემთვის პიროვნება არ არის“ – განაცხადა ოხანაშვილმა “კურიერთან”.