ტყუილი დემოკრატიის სახელით… ხალხი?!!! მოიცა რა! მშიერი, მორალურად გატეხილი, სამშობლოდან გაქცეული…

ზაზა მჟავია

„პროგრესულ დემოკრატიურლი მოძრაობა“

ტყუილი დემოკრატიის სახელით-სახეზე ღიმილგამქრალი ადამიანები,მომავლის შიში და დეპრესია, სულიერების დავიწყება მატერიალური სიდუხჭირის გამო, სამშობლოდან ნებაყოფლობით მონობაში ყოფნა უცხო მიწაზე ლუკმა პურისთვის.!!!

არჩევნების წინ ხმების ჩამბარებელ – შემგროვებელი ყველას გვინახავს, რომელიც უხვად არიგებს ცრუ დაპირებებს, თან ისეთ დაპირებებს, რომლებიც მის კომპეტენციაში არ შედის, მაგალითდ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ხალხს ჰპირდება გზას, წყალს, ინფრა სტრუქტურის მოწყობას, არადა ეს ჩამონათვალი პარლამენტის წევრის საქმე ნამდვილად არ არის, კანონშემოქმედებაა, პარლამენტარო, შენი საქმე და კომპეტენცია, მაგრამ დღეს საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ არ იცის თავისი საქმე და მითუმეტეს საქმის საკეთებელი წესი, ეს კიდევ არაფერი, ზოგი თავისი, ან სხვისი ბიზნესის “დასაკრიშად” შეძვრა ან შეაძვრინეს, ზოგი ცალ-ცალი კალოშით შეჩურთეს და ოთხი წლის მერე მილიონერი და “რეზინის” ჩექმებით გამოვა იქედან!..

 ხალხი?!!!  მოიცა რა! მშიერი, მორალურად გატეხილი, ღირსებაშერყეული,გალოთებული, სამშობლოდან გაქცეული…

მე ისეთი ხელისუფლება მინდა, რომელსაც ხალხის სიმძიმე დააწვება, მე ისეთი პარლამენტი მინდა, სადაც არ იქნება მილიონერთა და უსაქმურთა კლუბი, მე ისეთი პოლიტიკოსი მინდა, რომელიც ასკეტური ცხოვრებით იცხოვრებს სახელმწიფოსთვის, ხალხის, ერის, ქვეყნის მაჯისცემა და სუნთქვა რომ ესმის…

მე ღირსეული ხელისუფალი და სუვერენული სახელმწიფო მინდა და არა სხვისი დირექტივებით მართული!

მე ერთიანი, დამოუკიდებელი და ამაყი საქართველო მინდა, რომელსაც ჩვენ, ხელისუფლებისაგან მივიწყებული ქართველები ავაშენებთ!