მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ

პროკურატურის გადაწყვეტილებით დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული  საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები  დაუბრუნდებათ

 საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი, ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობები დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს პროკურატურას თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ჰყავდამოქალაქე ზაურ ფირცხალაიშვილი, რომელსაც კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰამიწის ნაკვეთი.

ფირცხალაიშვილის დაკავების შემდეგ, ზემოხსენებული ქონება ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაცპროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმროდან გათავისუფლების სანაცვლოდქონების დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნით. აღნიშნული შემდეგფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფ, დაკავებულ ზაურ ფირცხალაიშვილს დააწერინეს განცხადება ქონების დათმობის თაობაზე,შინაარსით, რომ მოქალაქე სახელმწიფოსადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად თმობდა ლანჩხუთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთს,რის შემდეგაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო და იგი გათავისუფლდა დაკავებიდან. საბოლოოდ, ქონების სახელმწიფოსაკუთრებაში მიქცევის შემდეგ, ზაურ ფირცხალაიშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრადამატებით ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

2008 წლის სექტემბრის თვეში მოქალაქე კობა ძლიერიშვილი დაიბარეს ე.წ. მოდულის შენობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვისდეპარტამენტში. ადგილზე მისვლისას, კუდის რამოდენიმე თანამშრომელი მისგან კატეგორიულად მოითხოვდა თბილისში, ჭავჭავაძისგამზირზე მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათმობას, მიზეზად კი უთითებდნენ იმას, რომ კობა ძლიერშვილი იყოიმჟამად ძებნაში მყოფის და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესმენის გოჩა ძასოხოვის ნათესავი. მათი მოთხოვნისშეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ემუქრებოდნენ ოჯახისთვის პრობლემების შექმნით.

კუდის თანამშრომლების მუქარის შედეგად, რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ კობა ძლიერიშვილმა ჩუქების გზით დათმო საკუთრებისუფლება მის კუთვნილ ბინაზე.

2004 წლიდან მოყოლებული მოქალაქე . ბიჭაშვილი წარმოადგენდა ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.. არასასოფლოსამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების კანონიერ მესაკუთრეს.

2007 წელს, ხსენებული პანსიონატის ტერიტორია რაჭალეჩხუმქვემო სვანეთის გუბერნიის  ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაცაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის მამაგიორგი ბიჭაშვილი რამდენჯერმე დაიბარეს გუბერნიის თანამშრომლებმა, რომლებიცქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემას მოითხოვდნენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი საქმეშიპროკურატურის ჩართვით და დაკავებით ემუქრებოდნენ.

განხორციელებული ზეწოლის შედეგად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ბიჭაშვილები ყველანაირად ცდილობდნენ ქონებისშენარჩუნებას და პროცესის გაჭიანურებას. აქედან გამომდინარე, პროცესის დაჩქარების მიზნით, გიორგი ბიჭაშვილი გუბერნიისთანამშრომლებმა დაიბარეს . თბილისში პეკინის ქუჩა N5-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც მას დაახვედრეს მინდობილობა,თითქოს ქონების მესაკუთრე, მამამისს გ.ბიჭაშვილს ნებას რთავდა განეკარგა და გაესხვისებინა საკუთრება. სინამდვილეში,მინდობილობაში მოცემული შინაარსი არ გამოხატავდა მესაკუთრის ნამდვილ ნებას და იგი იყო გაყალბებული. გუბერნიისთანამშრომლების მოთხოვნით, გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცშოვში მდებარე 7500 კვ.. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიუსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულმოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: გიორგი ბიჭაშვილს ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები, ზაურ ფირცხალაიშვილს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი და მოქალაქე კობა ძლიერიშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 219 000 ლარად ღირებული 80 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე. 

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 56 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 100 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 23 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი,  მიწის ნაკვეთები და ა.შ.