ჯვრის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული წმიდა მამებმა დააწესეს დიდი მარხვის მესამე კვირას ადამიანის სულიერად განმტკიცების მიზნით. ეს დღესასწაული იმისთვის დაწესდა, რომ მორწმუნემ შეხედოს ჯვარს, თაყვანი სცეს მას და მისი მადლითა და ძალით ერთხელ კიდევ გაძლიერდეს.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

აღიღე ჯვარი შენი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ღმერთმა შეგაძლებინოთ, აიღოთ ჯვარი თქვენი, სხვისი კი არა თქვენი ჯვარი, ის ჯვარი, რომლის ტარებაც ხელგეწიფებათ, რადგან ზოგიგრთი ადამიანის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისას კი არა სხვის ჯვარს იღებს, და შეუდგეთ ქრისტეს.

ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!