სასაიამოვნო ინფორმაცია: პანთეონის ბინადარნი ფილმში კიდევ ერთხელ გაცოცხლდებიან…

იზა ვეფხვაძე

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და დირექტორი სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან-რაინდთა დასის საპატიო წევრი.

– ერთი სასიამოვნო, საინტერესო და თითქმის დაუჯერებელი ინფორმაცია მინდა გაცნობოთ, დიდი ხანია მაწუხებს ფორიაქა ფიქრი, რომლის განხორციელების იდეასაც გუშინ ჩაეყარა საფუძველი.
თუ რატომაა დაუჯერებელი, ამის შესახებ ძალზე მოკლედ გეტყვით, ხარაგაულში არის ერთი პატარა სოფელი ფარცხნალი, რომელზეც არაერთგზის გაცნობეთ სიტყვით, წიგნით, პრეზენტაციებით, შეიძლება გაგაბეზრეთ კიდეც, მაგრამ მაპატიეთ და კიდევ ბევრჯერ ” გაგაბეზრებთ” ამ თემით. ამ სოფლის 7 მკვიდრი, არც მეტი არც ნაკლები პანთეონის ბინადარია, ესენი არიან: რეზო თაბუკაშვილი, ევგენი ხარაძე, არჩილ ხარაძე, ნადეჟდა ხარაძე, კიტა ბუაჩიძე, თენგიზ ბუაჩიძე, შალვა თაბუკაშვილი… არ არის დაუჯერებელი? ერთი პატარა სოფლის 7 მკვიდრი პანთეონში?!

ხომ შეუძლებელია არსებობდეს მსგავსი პრეცენდენტი, თან როგორი ადამიანები, ჭეშმარიტი კორიფეები ამა თუ იმ დარგისა…

ახლა სასაიამოვნო ინფორმაცია: უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ძალიან კარგ და გულიან ქართველებთან ერთად ამ საოცარი ამბის ფილმად ქცევას…გუშინ პირველი მოლაპარაკება შედგა… საქმე დაწყებულია…პანთეონის ბინადარნი ფილმში კიდევ ერთხელ გაცოცხლდებიან…

უფრო დაწვრილებით თანდათან მოგაწვდით ინფორმაციას…

ვინ თქვა , რომ ოცნებები არ ხდება…