თეთრი სახლი გმობს ლონდონში მომხდარ თავდასხმებს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა დაგმო ლონდონში მომხდარი აქტი.

-თეთრი სახლი გმობს დღეს ვესტმინსტერში მომხდარ თავდასხმას და ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ ფაქტს“-განაცხდა სპაისერმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში ხალხში ავტომობილი შევარდა, ბრიტანეთის პარლამენტთან კი თავდამსხმელმა პოლიციელებს დანით ჭრილობა მიაყენა.