“სააფთიაქო ბარიგები”-აი ვინ უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ახალი თაობის „მოსპობას“!

ნინო ჩარკვიანი

”სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი

ქვეყანა, რომელიც საკუთარი გენოფონდის განადგურებას ხელს არ უშლის, ირიბად მისი მხარდამჭერია!!!
რამდენი კვლევა უნდა ჩატარდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ – ახალგაზრდების შემაშფოთებლად დიდი რაოდენობა ნარკომომხმარებელია!!!

ვისაც ნარკოტიკებზე ხელი არ მიუწვდება, ის ფსიქოტროპული პრეპარატებით ცდილობს გაექცეს რეალობას, რის შედეგადაც დეპრესიული ფსიქოზით ავადდება და ხშირ შემთხვევაში, სუიციდით ამთავრებს სიცოცხლეს!
გაგიჩნდებათ შეკითხვა: ვინ უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ახალი თაობის „მოსპობას“?

მე გეტყვით და გეტყვით დანამდვილებით _ პრობლემის უშუალო ხელისშემწყობნი არიან “სააფთიაქო ბარიგები” და იმის მაგივრად, რომ შემომტანები და გამსაღებლები ისჯებოდნენ, მომხმარებლებს ვსჯით და ვკეტავთ! ეს არის პოლიტიკა, რომელიც ყველა ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა!!!

ჩვენი ორგანიზაცია, “სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი”, რომელსაც წარმოვადგენ, უკვე მე-6 თვეა მუშაობს პროექტზე, რომელიც უშუალოდ ამ პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული.

პროექტი შევთავაზეთ ყველას: სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ, როგორც ჩანს, პრიორიტეტული არ არის ეს თემა!

რატომ? ვისთვის? რისთვის ვიღებთ კანონებს? რისთვის ვაგებთ გზებს….და საერთოდ, ვის მოვიაზრებთ მომავალ თაობად, თუ ერთი ნაწილი ჩვენი ხელით გავანადგურეთ, მეორე ნაწილი კი ქვეყნიდან გავაქციეთ???!!!