პარლამენტში მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს

პარლამენტის თბილისის სასახლეში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სინოდის წევრები და  სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიების დასასრულს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II  მონაწილეებს დალოცავს.