მოსკოვში მიტინგზე უკვე 600 ადამიანი დააკავეს

დღეს რუსეთის 54 ქალაქში კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მოსკოვში არასანქცირებულ მიტინგზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ქუჩებში სამართალდამცველების კოლოსალური რაოდენობა იყო. ამ წუთებში პუშკინის გამზირზე ისევ გრძელდება მოქალაქეების დაკავება. ომონელები საკმაოდ უხეშად ექცევიან ჯურნალისტებს.

ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ სამარტალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც სახლში მიდიოდა და ხელში პროდუქტი ეჭირა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დააკავეს ალექსანდრ ნავალნიც.

ამ წუთებში სამართალდამცველები მოქალაქეებს მეტროდანაც არ უშვებენ და მოქალაქეები იძულებულნი არიან ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.