მამა გაბრიელი: ნუ შეგეშინდებათ, საქართველო ლაზარესავით აღდგება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე

ოთხისა დღისა მკვდარი ლაზარე ყარდა, როცა უფალმა აღადგინა, რაიმე აკლდა? საქართველოც დაიშლება, მაგრამ ლაზარესავით აღდგება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი. სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამს რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს. რომ იტყვიან, საქართველო აღარ არისო, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და სასწაული მოხდება – მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდისო…

ვერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ტაძრები ხილული სახით მოიდრიკებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად. ცის და ქვეყნის დედუფალს თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

კომენტარის დატოვება