ახალი ბრძანება-გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის!

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რადგან მათ ვიზალიბერალიზაციაში დიდი როლი მიუძღვით.

მინისტრის ბრძანებით, მესაზღვრეები ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან, შეამოწმებენ საბუთებს და თუ რაიმე საბუთი არ არის წესრიგში, მესაზღვრე მას წინასწარ გააფრთხილებს. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სასწრაფოდ მოხდება კანონდამრღვევი მოქალაქის გამოვლენა და მასზე ინფორმაციის გადაცემა ევროპელი პარტნიორებისთვის.