პუტინის პირველი კომენტარი: ანტიკორუფციული აქციები პირდაპირ მიდის „სისხლიან შედეგებამდე“

არხანგელსკში, არკტიკულ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა პირველად გააკეთა კომენტარი 26 მარტს რუსეთში ჩატარებულ ანტიკორუფციულ აქციებზე, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდი მასშტაბებით გამოირჩეოდა. თუმცა, არა მარტო რიცხობრიობით, არამედ დაკავებული მონაწილეების კოლოსალური რიცხვითაც დაამახსოვრა ანტიკორუფციულმა აქციებმა თავი რუსეთის მოქალაქეებს.

პუტინის განცხადებით, ანალოგიურმა ანტიკორუფციულმა აქციებმა 2011 წელს ახლო აღმოსავლეთი „სისხლიან დაპირისპირებამდე“ მიიყვანა, უკრაინაში კი ასეთი რამ 3 წლის წინ მოხდა.

-„ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყო ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ დასაწყისში და რა შედეგი გამოიღო ყველამ ვიცით.ანტიკორუფციული აქცია იყო მოტივი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების და ვნახეთ როგორ ჩაითრია ქვეყანა ქაოსში. მე პირადად მომხრე ვარ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური ქმედებებისთვის და არ უნდა ავნოს ქვეყანას. ასეთი აქციების დროსაც ყველა უნდა მოქმედებდეს კანონის ჩარჩოში. ხოლო ისინი, ვინც დაარღვევენ კანონს და საფრთხეს შექმნიან, უნდა დაისაჯონ“-განაცხადა პუტინმა.

2 კვირის წინ კი პუტინმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთში „ანტიკორუფციული კომიტეტების“ გამოაჩენას, ამით მან „კბილი გაკრა“ ალექსეი ნავალნის კორუფციასტან ბრძოლის ფონდს, რადგან ის მიიჩნევს, რომ ასეთი კომიტეტები მხოლოდ მანიპულაციისთვის იქმნება და სისხლიან დაპირისპირებას პროვოცირებს.

27 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაავალა რუსეთის სპეც გვარდიას რეაგირება მოახდინონ დესტაბილიზაციის გამომწვევ ნებისმიერ ქმედებაზე.