თურქეთ-სირიის საზღვარზე სავარაუდო ტერორისტი დააკავეს

თურქეთის გენერალურ შტაბშუ განაცხადეს, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე დაკავებულია სავარაუდო ტერორისტი ჩეჩნეთიდან, რომელსაც თან ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. მამაკაცი დაკავებულია სირიიდან თურქეთში უკანონოდ გადასვლის მცდელობისას.

უკანონოდ გადასვლის მცდელობისთვის დაკავებულია მთლიანობაში 18 ადამიანი, აქედან 10 მამაკაცი, 4 ქალი და 4 ბავშვი. სწორედ ამ დაკავებულებს შორის იყო ჩეჩენი, რომელსაც თან ჰქონდა 1,5 კილოგრამ ასაფეთქებელი ნივთიერება და 2 ყუმბარა.

თურქეთში თვლიან, რომ დაკავებული რეგიონში ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა. მიმდინარეობს მოკვლევა.