მაია რჩეულიშვილი საპატიმროში რჩება

მოსამართლის გადაწყვეტილებით მაია რჩეულიშვილს და გურამ რჩეულიშვილს  “ცენტრ პოინტის” “მაგნოლიის” ეპიზოდზე, აღმკვეთი ღონისძიება გაუუქმდათ, რადგან მათ წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გაუვიდათ.

გამომდინარე იქიდან, რომ მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე უკვე მიესაჯა 4 წელი, ის საპატიმროს ვერ დატოვებს.

რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს,  რომელიც საპატიმროს დღეს დატოვებს, 30 000 ლარიანი გირაოსა და პასპორტის ჩაბარების სანაცვლოდ გათავისუფლდა. პროკურორის, დავით გუმბერიძის  თქმით, ბრალდების მხარემ  რჩეულიშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევა იმის გამო მოითხოვა, რომ ის მართლმსაჯულებას არ მიემალოს.