“ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაცა უთხრეს და დაიჯერა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო წევრების გადაბირების შესახებ, თავად საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა და კობახიძეს „შეცდომაში შეყვანილი ადამიანი“ უწოდა.

“ათასი ადამიანი მოდის და ათას რამეს მეუბნება. არ მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებული. როცა იკეტები საკუთარ თავში, ათასი ადამიანი მოდის და რაღაცას გეჩურჩულება, მერე შეიძლება ასეთ შეცდომაში შეგიყვანონ. როცა კეთდება განცხადება ასეთი შეთქმულების თეორიაზე, მგონია, რომ ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაცა უთხრეს და დაიჯერა. არ ვფიქრობ, რომ ეს მან მოიგონა” – განუცხადა ტელეკომპანია “კავკასიას” გიორგი მარგველაშვილმა.

კობახიძის განცხადება ის. ლინკი:

http://www.geomediatv.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C/