ჩვენი ქვეყნის მომავლისკენ შიშით ვიყურები და რიტორიკული კითხვა მიჩნდება- ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ?!

კახა ძაგანია

“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე

-“თურქეთში ჩატარებულმა გუშინდელმა რეფერენდუმმა პრაქტიკულად მონარქის უფლებები მიანიჭა რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მონარქისტული თურქეთი ისტორიულად იმპერიალისტური ბუნებისაა. ოტომანთა ტომებმა კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ ოსმალთა იმპერია, ხოლო შემდეგ სელჩუკთა იმპერია შექმნეს. თანამედროვე თურქეთს ევროკავშირიში გაწევრიანებისკენ ეჭირა გეზი, მაგრამ სამწუხაროდ სომეხთა გენოციდის არ აღიარებისა და სხვა მიზეზთა გამო ევროპელები მათ არ ღბულობენ თავიანთ რიგებში. სავარაუდოდ უკვე დღეს სირია, ირანი, ერაყი, ბულგარეთი, სასომხეთი და მათი ხელისუფალნი პრევენციულ ზომებზე ფიქრობენ მეზობელი თურქეთის სავარაუდო იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების შემთხვევაში. ზოგი რუსეთის, ზოგიც შეერთებული შტატების მყარი მხარდაჭერის იმედად არიან. ამ ყველაფრის შემყურე ჩვენი ქვეყნის მომავლისკენ შიშით ვიყურები და რიტორიკული კითხვა მიჩნდება- ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ?!