სიჩუმე არ ნიშნავს ანა ლომაშვილის ძალადობით გამოწვეული სიკვდილის შედეგთან შეგუებას!

საზოგადოებას კარგად ახსოვს 25 წლის ანა ლომაშვილის გარდაცვალების საქმე. ახალგაზრდა ქალი მეუღლის სახლში ჯაჭვზე ჩამოკიდებული იპოვეს. მეუღლე თვითმკვლელობაზე საუბრობს, გარდაცვლილის მეგობრებსა და ნათესავებს კი სხვა ვერსია აქვთ. მათი ინფორმაციით,  ანა ლომაშვილს სიკვდილამდე დაზიანებები აქვს მიყენებული და არ გამორიცხავენ, რომ მოკლულია.

ეს ყველაფერი 19 თებერვალს მოხდა. იმ დღის შემდეგ 2 თვე გავიდა და ჯერ საქმეს ნათელი არ მოჰფენია. ამ ეტაპზე გარდაცვლილის მხარეს მამუკა ლომაშვილი წარმოადგენს. როგორც ის აღნიშნავს, გამომძიებელსაც შეხვდა და საქმის პროკურორსაც, თუმცა ჯერ გადაჭრილი პასუხი არ მიუღია, თუმცა იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და სიმართლე, რომელიც ასე ძალიან აინტერესებს საზოგადოებას არ დაიმალება.

სიმართლის დადგენის ჯერ კიდევ სჯერათ გარდაცვლილის მეგობრებს, თანამშრომლებს და ახლობლებს.

-„გამოძიება მიმდინარეობს. იმედია, პოლიციის გამომძიებელთა და პროკურატურის პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და სამართლიანობა არ დადგება ეჭვქვეშ და მათზე მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება არ ექნება მოპოვებული ამ საქმით დაინტერესებულ ობიექტს სინამდვილის დასადგენად… „-აცხადებენ ანას ახლობლები და აქვე დასძენენ, რომ სიჩუმე არ ნიშნავს ანა ლომაშვილის ძალადობით გამოწვეული სიკვდილის შედეგთან შეგუებას, ჯერ ყველა ისევ და ისევ მოთმინებით ელოდება ექსპერტიზის დასკვას.

საზოგადოების ინტერესი ანა ლომაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისევ არ განელებულა და ყველა ელოდება როგორც გაჯანჯლებული ექსპერტიზის დასკვნას, ასევე გამოძიების საბოლოო ვერსიას.

შეგახსენებთ: გამოძიება, 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში თვითმკველობის ვერსიაზე საუბობენ.