20 – 23 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

20 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

21 აპრილს დღის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, დღის ბოლოს კი შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან დაიწყება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც 22 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქშიც ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.

23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი