“ე.წ. პარტიის “გირჩის” ეს სქემა სისხლის სამართლის ენაზე არის ბანალური თაღლითობა”

“გირჩის” მიერ შექმნილმა რელიგიურმა ორგანიზაციამ – “ბიბლიური თავისუფლება” – პირველი საჯარო შეხვედრა გამართა. წევრებს და გაწევრიანების მსურველებს ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

“ბიბლიური თავისუფლების” დაფუძნების მიზანი იმ ახალგაზრდების დახმარებაა, რომელთაც ჯარში წასვლა არ უნდათ.

ორგანიზაცია ახალგაზრდებს სასულიერო პირებად აკურთხებს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას მოითხოვენ. კანონის მიხედვით, მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა.

ამ პროცესს “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია ეხმიანება და აცხადებს:

“ე.წ. პარტიის “გირჩის” ეს სქემა სისხლის სამართლის ენაზე არის ბანალური თაღლითობა. ესენი იმ ახალგაზრდებს რომლებსაც ეშინიათ ან ეზარებათ ქართულ ჯარში სავალდებულო სამსახური კრიმინალურ საქმიანობაში აბავენ. ასევე სულიერად სუსტ ბავშვებს აცდუნებენ და უკვე გაუგებარი რელიიგიის (სექტის) ახლადგამომცხვარ მღვდლებად გადაქცეულებს, აიძულებენ გაყიდონ და მიატოვონ თავიანთი მრწამსი. მოვუწოდებ იუსტიციის სამინისტროს წინასწარ ორგანიზებულ, თაღლითური მიზნებისთვის შექმნილ სექტას გაუუქმოს რეგისტრაცია, ასევე ვიტოვებ იმედს ტრადიციული კონფესიების მესვეურნი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებენ, რათა თავიანთი მრევლის წევრები სექტანტებად არ ჩამოყალიბდნენ”.