“საქართველოს მარიონეტულ პარლამენტი ჭინკების ახალი დაკვეთის შესასრულებლად ემზადება!”

ზვიად ტომარაძე

-“საქართველოს მარიონეტულ პარლამენტი ჭინკების ახალი დაკვეთის შესასრულებლად ემზადება! კერძოდ, ადევნება ხდება სისხლის სამართლის დანაშაული! ეს ინიციატივა იმიტომ არის მიუღებელი, რომ ჯერ ერთი ძალიან რთულია განმარტო რა მოიაზრება ადევნებაში და მეორე, რაში ხარჯავს დროს ჩვენი პარლამენტი…
ზოგადად ამერიკის ქვეყნებში (ჩილე, არგენტინა, პერუ, სალვადორი, გვატემალა, კოსტა რიკა, კოლუმბია, ჰონდურასი, ნიკარაგუა, ბოლივია, მექსიკა) ქალთა მიმართ ძალადობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია, გამომდინარე აქედან, ამ ქვეყნებმა მიიღეს სპეციალური კანონები (მათ შორის ადევნება).

ჩვენ რატომ ვართ ვალდებული იგივე კანონები მივიღოთ რაც იქ არის?”