დღეს პატრიარქის ნათლული 1100-ზე მეტი ბავშვი გახდება

დღეს 30 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 48-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული  1100-ზე მეტი ბავშვი გახდება.

პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობას, ჯვარს და სააღდგომო ეპისტოლეს საჩუქრად გადასცემენ. ნათლობის დასრულების შემდეგ, საღამოს 8 საათისთვის სამებაში  ილიამ მეორე მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს.

პატრიარქს უკვე ჰყავს 30 981 ნათლული  ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა. პატრიარქის ინიციატივა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.