უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი მარტივდება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი მარტივდება . განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ წარმოადგინა.

როგორც მან აღნიშნა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის გამარტივება ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურ მმართველობას. კანონპროექტი მიზნად ისახავს ლიბერალური განათლების განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც სტუდენტების ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, ასევე ფართო ცოდნის მიღებაზე.

ლია გიგაურის განმარტებით, კანონპროექტით მაგისტრატურის მიზნები იხვეწება, რადგან კანონის მოქმედი რედაქციით მაგისტრატურის მიზნები საკმაოდ ვიწროა და შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადებით.

კანოპნპროქტით მოხსნილია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა.