ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში მეორედ იყაროს კენჭი

თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში მეორედ იყაროს კენჭი. მისი თქმით, თვითმმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება და კანდიდატი ამ გადაწყვეტილების საფუძელზე შეირჩევა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვის შეარჩევს “ქართული ოცნება”- კვლავ დავით ნარმანიას თუ სხვა კანდიდატს.

დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ მის კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, მერის არჩევნებში მონაწილეობას უპირობოდ მიიღებს.

”თუ იქნება გადაწყვეტილება, რასაკვირველია არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ”- განაცხადა ნარმანიამ.