“”ქოც-ხროვამ საქართველოს სულში ჩააფურთხებინა დღეს ლუჟკოვს!..”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-“ქოც ხროვამ საქართველოს სულში ჩააფურთხებინა დღეს ლუჟკოვს.
ცხინვალში თბილისის სახელობის ქუჩას დიდი ხანია იური ლუჟკოვის სახელი ქვია. მეტიც, დღეს შუაგულ თბილისში ამ ნაძირალამ პირდაპირ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოგვიწოდა შევეგუოთ ამას.
ქოცებო, ბიძინა ივანიშვილო თქვენ არა ხართ უნიათოები. თქვენ ხართ ძალიან ეფექტური და ცივსისხლიანი მტრები საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ყველაზე მთავარი თქვენი მიზანია ერის გარყვნა და ნამუსის ახდა. იმიტომ, რომ თავმოყვარე ერი მონა ვერ გახდება და თავმოყვარე ერის პირობებში “ლუჟკოვები” არხეინად ვერ ივლიან თბილისის ქუჩებში”.

შეგახსენებთ:

თბილისში, ტურისტული ვიზიტით მყოფი მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი პირველ კომენტარს აკეთებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ტელეკომპანიამ მოსკოვის ყოფილ მერთან ინტერვიუ ჩაწერა.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, – ამბობს იური ლუჟკოვი.

მოსკოვის ყოფილმა მერმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, – განაცხადა ლუჟკოვმა.