ერევნის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალებას გამორიცხავს (ვიდეო)

ერევანში, ერებუნის რაიონში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ პოლიციის შენობა დაიკავა. ისინი ოპოზიციის კოორდინატორის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებას მოითხივენ, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის დააკავეს.

ამ დროისთვის პოლიციის შენაბასთან ჯარია მობილიზებული

შეიარაღებული ჯგუფის დაკავების ოპერაციისას ერთი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე კი დაიჭრა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი. პოლიციის შენობასთან იმყოფება პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი.

ТАСС-ის ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქში ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით სოციალური ქსელით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და არანაირ სამხადრო გადატრიალებას არ აქვს ადგილი. შენობაში შერჭრილ პირებთან კი მშვიდობიანად ჩაბარებისთვის  მოლაპარაკება მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება