“თუ არ აიკრძალება მიწის უცხოელებზე გაყიდვა ქვეყნის სრულიად ოკუპაცია მოხდება!”

„მემარცხენე ალიანსის“ სარეფერენდუმო საკითხის დაზუსტების მიზნით დღეს ცესკოში სარეფერენდუმო კომისიასთან პარტიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა

უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით “მემარცხენე ალიანსის” მიერ სარეფერენდუმოდ წარდგენილი საკითხის დაზუსტების მიზნით დღეს ცესკოში სარეფერენდუმო კომისიამ პარტიის ლიდერებს მოუსმინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „მემარცხენე ალიანსმა“ რეფერენდუმისთვის მოამზადა საკითხი რომელიც მიწის გასხვისების აკრძალვას ეხება.

დღეს ცესკოში სარეფერენდუმო კომისიის წინაშე სიტყვით წარსდგა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა: „ქვეყნის 20% ტანკით არის ოკუპირებული, ხოლო თუ არ აიკრძალება მიწის უცხოელებზე გაყიდვა ქვეყნის სრულიად ოკუპაცია მოხდება ისე რომ კანონს არ დაარღვევენ და უბრალოდ იყიდიან“.

კომისიის წინაშე სიტყვით გამოვიდა ასევე პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი: „კვლევების თანახმად საზარელი სტატისტიკა გვპირდება, რომ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ქართველები საქართველოში ნაცინალური უმცირესობა იქნება. ამიტომ ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს „გავყიდოთ“ თუ არა ჩვენი ქვეყანა“- აღნიშნა შატბერაშვილმა.

კომისიაზე „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ თუ არ დააკმაყოფილებს სარეფერენდუმო კომისია ამ საკითხს, შესაძლებელია მათ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართონ.