ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე მამაკაცმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა

დავით ცხვარაძე

ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე შუახნის მამაკაცმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. მიზეზი, რის გამოც  მამაკაცმა საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო და თვითმკვლელობა უკვე რამდენჯერმე სცადა უცნობია, იგი გამვლელმა ბიჭმა გადაარჩინა.

როგორც თვითმხილველი გ.მ გვიყვება, მან ქუჩაზე საეჭვოდ შენიშნა მამაკაცი, რომელმაც სავალი ნაწილი რამდენჯერმე სწორედ მაშინ გადაკვეთა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოდიოდა. მისივე თქმით, მან შენინა, რომ იგი ბორბლებში შეხტომას სცდილობდა და  თვითმკვლელი პიროვნება ბორდიულამდე მიიყვანა და არ მისცა საშუალება თვითმკვლელობის.

მისივე განმარტებით შუახნის მამაკაცი ერთსა და იმავეს იძახდა- „თავს მაინც მოვიკლავ, ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს“_ო.

ადგილზე არ გამოუძახებიათ საპარტულო პოლიცია. პიროვნება, რომელმაც თვითმკვლელობა ამ წუთებში სცადა ინციდენტის შემსწრე ერთმა მოქალაქემ იცნო და სახლში ძალის გამოყენებით ტაქსით წაიყვანა.

მამაკაცმა თვითმკვლელობის მოტივი არ გაამხილა და ადგილი უკომენტაროდ დატოვა, შესაბამსად უცნობია სხვა დეტალებიც.

ფოტოები ადგილიდან: