დეკანოზის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი ისევ დაიხუროს

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება. როგორც ცნობილია, მხარეები სხდომაზე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. ამასტან ერთად დაიწყება მტკციებულებთა გამოკვლევა და ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ კვლავ დააყენოს პროცესის დახურვის შუამდგომლობა, რასაც ისინი არ ეთანხებიან.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, გამოძიება დაკავებულ დეკანოზს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.