„ქართული დასის“ ლიდერი ორშაბათს მოსკოვში გაემგზავრება, რას გეგმავს ბაღათურია?..

ჯონდი ბაღათურია უახლოეს მომავალში რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფის  შექმნას აპირებს.  

ამ მიზნით „ქართული დასის“ ლიდერი რუს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას არ ფიქრობს,  ასეთ დროს კი სახალხო დიპლომატია შესანიშნავი გამოსავალია.

მისივე თქმით,  მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირება უმნიშვნელოვანესია, თუ ჩვენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვაპირებთ.

„ქართული დასის“ ლიდერი  მოსკოვში ორშაბათს გაემგზავრება.