ღოღობერიძე ვარშალომიძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე კონტროლის პალატას მიმართავს და ამბობს, რომ „ლევან ვარშალომიძის მიერ მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი“.

-„მივმართავ კონტროლის პალატას და ყველა შესაბამის სტრუქტურის წარმომადგენელს! დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირის, ლევან ვარშალომიძის მიერ მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი, კერძოდ, ლევან ვარშალომიძე ტელევიზიით დაადასტურა, რომ მათი მოსვლის შემთხვევაში ისინი პირობას დებენ, ბინებს გადასცემენ სოციალურად დაუცველებს და მემორანდუმები გააფორმა მოსახლეობასთან“-აცხადებს ღოღობერიძე.

კომენტარის დატოვება